ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა

government.gov.ge

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის მსგავსად კომენტარი გააკეთა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის განცხადებით , ეკონომიკურმა ზრდამ 6% პრეზიდენტის მხრიდან მუდმივი ხელისშეშლის გამო ვერ შეადგინა.

"კმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ 6% უნდა ყოფილიყო და თუნდაც 2.5 იქნება დავუშვათ წლის ბოლოს, არავის არ აქვს. თუმცა ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები ჰქონდა და პირველ რიგში ეს იყო პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და პირდაპირ ვიტყვი, უამრავი დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ შემოსავლების გარკვეულ ნაწილში, შესაძლოა 2013 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდეს.

კომენტარები