ეკონომიკური ზრდა

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%–ით გაიზარდა, წლიური ზრდა 7% იყო – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.  

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია".

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

კომენტარები