ევროპარლამენტის არჩევნები

იტალიის პრემიერმინისტრმა ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატურა წარადგინა

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი
Alessia Pierdomenico/Bloomberg

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ დღეს, 28 აპრილს, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რათა საკუთარ პარტიას "იტალიის ძმებს" არჩევნებში მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოუპოვოს. თუმცა მან ასევე დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საპარლამენტო მანდატს არ დაიკავებს.

"ჩვენ გვინდა ევროპაში გავაკეთოთ ის, რაც იტალიაში გავაკეთეთ... შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტებს გააერთიანებს და მემარცხენეებს ოპოზიციაში გაგზავნის". - თქვა მელონიმ პარტიის კონფერენციაზე.

მელონი იტალიის ხუთივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო სიაში პირველ ადგილზე ჩაეწერება, თუმცა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის საკუთარი პრემიერმინისტრობის არცერთ წუთს დახარჯავს.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, პრემიერმინისტრის პარტიას 27% უჭერს მხარს, ხოლო ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიას 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამე ადგილზე მემარცხენე 5 ვარსკვლავის მოძრაობაა, 16%-იანი მხარდაჭერით.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისსაა ჩანიშნული.

კომენტარები