პარლამენტის თავმდჯომარე

უსუფაშვილი: "შს მინისტრი ვერანაირ მთავარ პროკურორს ვერ დანიშნავდა"

David Usupashvili
Tabula

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტების მიწოდებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის და მომავალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურის გაცხადების შესახებ არ ენდობა. 

"თქვენ რასაც მეუბნებით, ასე რომ გაიგეთ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დღეს, შს მინისტრი ვერანაირ მთავარ პროკურორს ვერ დანიშნავდა. არასწორი ინფორმაცია გაქვთ და გადაამოწმეთ. შს მინისტრი ვერც მთავარ პროკურორს და ვერც პროკურორს ვერ დანიშნავს",- აღნიშნა უსუფაშვილმა. 

როგორც საზოგადოებამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით შეიტყო, მთავარი პროკურორის თანამდებობა, ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძეს შესთავაზა და თანხმობა მიიღო. ფარცხალაძეს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს.

კომენტარები