ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ხვალ ივანიშვილი პარტიული თანამდებობიდან გადადგება და მას ღარიბაშვილი შეცვლის

ხვალ 24 ნოემბერს, 13:00-ზე საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ყრილობა ჩატარდება. ყრილობაზე დაგეგმილია პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის თითქმის განახევრება და ასევე ახალი წესდების დამტკიცება. ხვალ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად გადადგება პარტიული თანამდებობიდან და მას პარტიის ლიდერის თანამდებობაზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.

პარტიის გენერალურ მდივნად ამ დროისთვის, ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე განიხილება. ყრილობაზე სიტყვით გამოვა კოალიცია ქართული ოცნების მოქმედი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები