ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

კალაძე: კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტია იყოს ძლიერი. კალაძე პარტიის გენერალურ მდივნად დღეს დაინიშნა.

"ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაგვეკისრა მე და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობა და კარგად მესმის გუნდურად მოთამაშე გამარჯვების ეშხი. მე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პარტიაში მუშაობდა და დღემდე მოიტანა ეს პარტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტია იყოს ძლიერი და ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას", - თქვა კალაძემ.

კომენტარები