თბილისის მერი

იმერლიშვილი: თბილისს ძალიან სჭირდება მეურნე

primetimenews.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა თბილისის მერობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით თქვა, რომ "თბილისს სჭირდება მეურნე და არა პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი მერი".

ირინა იმერლიშვილის თქმით, დავით ნარმანია არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და იგი თბილისის მერობის კანდიდატად ნარმანიას დასახელებას მხარს დაუჭერს. რაც შეეხება, მერის წინასაარჩევნო კამპანიას, იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ კამპანიის დაწყებამდე დიდი დროა, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, ის მინისტრის უფლებამოსილებას მოიხსნის.

"დავით ნარმანია ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი და კარგი მეურნე ადამიანია. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიშნით შეიძლება შეირჩეს მისი კანდიდატურა. თბილისს ძალიან სჭირდება მეურნე და არა პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი მერი, ისევე, როგორც დღეს ჰყავს", - თქვა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანია განიხილება.

კომენტარები