თბილისის მერი

უგულავა: თბილისის მერი იქნება ისეთი, როგორსაც თბილისელები აირჩევენ

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერის გიგი უგულავას შეფასებით, მერობისთვის არანაირი სტანდარტი არ არსებობს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი იქნება ისეთი, როგორსაც თბილისის მოსახლეობა აირჩევს.

"თბილისის მერი იქნება ისეთი, როგორსაც თბილისელები აირჩევენ. რაიმე მზა სტანდარტი, ასეთი თვალის ფერით, ან ისეთი წარმომავლობით, ან ისეთი განათლებით - არ არსებობს. სტანდარტი არის ის, როგორსაც საზოგადოება აირჩევს", - თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ თბილისის მერის კანდიდატურად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია წამოაყენა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაზა პაპუაშვილისთვის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო სოლიდარობის თანადამფუძნებელმა გია კორკოტაშვილმა და განაცხადა, რომ მერობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ქართული პარტიის თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე იქნებოდა. 

კომენტარები