კვლევა

YouGov: ყველაზე დიდი პრეზიდენტი - რეიგანი, ყველაზე წარუმატებელი - ობამა

რეიგანი და ობამა
http://hypervocal.com/

ახალი კვლევის თანახმად, რონალდ უილსონ რეიგანს, ფრანკლინ დელანო რუზველტსა და ჯონ კენედის ამერიკელები ყველაზე დიდ პრეზიდენტებად მიიჩნევენ.

1000 სრულწლოვანის გამოკითხვის შედეგები კვლევითმა ორგანიზაციამ YouGov/Economist-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. რეიგანმა ყველაზე მეტი ხმა ნომინაციაში "დიდებული" - 32% მიიღო.

ნომინაციაში "წარუმატებელი" გამარჯვება ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ერგო - 37%. ამერიკელები მას წინამორბედ ჯორჯ ბუშ უმცროსსა (32%) და  ერთადერთ გადამდგარ პრეზიდენტ, რიჩარდ ნიქსონზე წარუმატებლად მიიჩნევენ, რომელსაც ამ კატეგორიაში 30% აძლევს ხმას.

კომენტარები