დავით ჩხატარაშვილის საქმე

დავით ჩხატარაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

დავით ჩხატარაშვილი
მთავარი პროკურატურა

ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილეს დავით ჩხატარაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დავით ჩხატარაშვილის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარემ კი მოითხოვა, ჩხატარაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო ან არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება არ შეფარდებოდა. პროცესს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც ესწრებოდა, მან მოსვლის მიზეზად ჩხატარაშვილთან მეგობრული ურთიერთობა დაასახელა.

ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დამამცირებელი არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. საქმე პატიმართა წამების ვიდეოკადრებთან არის დაკავშირებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 იანვარს გაიმართება.

კომენტარები