ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია

პეტრიაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოდერნიზაციის პროცესი გრძელდება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება.

"საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ძირითადი ბიუროკრატიული და ტექნიკური სამუშაო განსახორციელებელია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ყველა ერთად ვიზეიმებთ ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას და უახლოეს მომავალში მისი დიდი ნაწილის ძალაში შესვლას", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

კომენტარები