ბიუროს სხდომა

უსუფაშვილი: უგულავას და მერაბიშვილის განცხადებებზე ველით ორგანოების დასკვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ”გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის განცხადებების მიმართულებით, მოუთმენლად ველით სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებებს და საბოლოო დასკვნებს”. მისივე თქმით, ამ საქმეების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია.

„საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. პირველ რიგში იმიტომ, რომ რამაც ამ განცხადებამდე მიიყვანა აღნიშნული პირები, საერთოდ ჩვენი ქვეყანა, იმაზეა ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. რა თქმა უნდა, ქალაქის მერი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, ეს უკვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია. ამასობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა ორგანომ, დაწესებულებამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორად გადაწყდეს ეს საკითხები. ამიტომ, თითოეული ამ მიმართულებით, მოუთმენლად ველით სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებებს და საბოლოო დასკვნებს“, - თქვა უსუფაშვილმა.

დღესვე, ბიურომ მხარი არ დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უმცირესობის წინადადებებს. ერთი უკავშირდებოდა გიგის უგულავას საჯარო განცხადებას სასამართლოზე ზეწოლის შესახებ, მეორე კი - ვანო მერაბიშვილის განცხდებას ზეწოლის შესახებ.

კომენტარები