პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძის თქმით, სხდომის ჩაშლის მიზეზი დეპუტატების გამოუცხადებლობაა.
"იმის გამო, რომ დღევანდელი სხდომა ჩაიშალა, საკითხები აუცილებლად ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გავა. დეპუტატების ნაწილი მივლინებაში იმყოფება, ნაწილი კი ავადმყოფობის გამო ვერ ჩამოვიდა. ამიტომ ბიუროს სხდომა ხვალ, 11:00 საათზე ჩატარდება", - აღნიშნა კობახიძემ.
ბიუროს სხდომა პარლამენტში დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული.