შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო რეინტეგრაციის ნაცვლად

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს 1 იანვრიდან სახელი შეეცვალა. მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში შეიცვალა სახელწოდებით - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას.

"შერიგების კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო სამოქალაქო თანასწორობა - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. ამ უწყების დასახელებაში სიტყვა რეინტეგრაცია აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცველია და ვიმედოვნებთ, რომ სახელის ამგვარად შეცვლით ჩვენი ოპონენტების ერთი არგუმენტი გაქრება", - პაატა ზაქარეიშვილის აღნიშნულ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს .

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

კომენტარები