საავტომობილო გზები

რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოხსნილია

რიკოთის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ძლიერი თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ გვიან ღამით აიკრძალა, თუმცა, როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ დროისთვის შეზღუდვები აღარ მოქმედებს. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები