კუბის ყოფილი მმართველი ფიდელ კასტრო, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობა 2008 წელს დატოვა, საჯაროდ იშვიათად ჩნდება. 87 წლის კომუნისტი რევოლუციონერი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2013 წელს, 9 თვის წინ წარდგა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ ფიდელ კასტრო ჰავანაში, ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები კუბის მთავრობამ გაავრცელა.
tbl.ge/5j7
დაკოპირდა