აქცია მერიასთან

უგრეხელიძე: ვაკის პარკთან სასტუმრო აუცილებლად აშენდება

primetimenews.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით, ვაკის პარკთან სასტუმრო აუცილებლად აშენდება. თბილისის მერიის წინ, მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სევდია უგრეხელიძემ კომენტარი გააკეთა.

სევდია უგრეხელიძის თქმით, აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებული არიან, რადგან სასტუმრო, რომელიც რესტორან ბუდაპეშტის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება.

უგრეხელიძის თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. "იქ სასტუმრო აუცილებლად აშენდება, თბილისს სჭირდება განვითარება, სასტუმროები", - აღნიშნა უგრეხელიძემ.

უგრეხელიძის თქმით, ეს ტერიტორია კერძოა და თუკი მერია მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემდა, კომპანიას შეეძლო თბილისის მერიისთვის ეჩივლა.

თბილისის მერიის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა აქცია მართავს და მოითხოვს, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. აქციას მომღერლებიც შეუერთდნენ.

კომენტარები