ევროსაბჭოს დელეგაცია

ევროსაბჭოს დელეგაცია მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავარი პროკურატურა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გამართა.
მაიკლ ასტრუპ იენსენს, ბორის სილევიჩს და ბას კლეინს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვა თანამდებობის პირები შეხვდნენ.

”ევროსაბჭოს მონიტორინგის წარმომადგენლები მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებული, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს”, - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე უწყებაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრეს.

”შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროკურატურის სამომავლო ხედვები და დაგეგმილი რეფორმები”, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მეორე დღეა, შეხვედრებს მართავს. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, სახალხო დამცველს, უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს.

კომენტარები