ევროსაბჭოს დელეგაცია

შს მინისტრი ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

შსს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მიმართ აღებული ვალდებულების შესრულება, პოლიციის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრებს, ასევე, პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კომენტარები