ჩინეთი

ჩინელი გენერლის სამალავში მაო ძე დუნის ოქროს ქანდაკება აღმოაჩინეს

გენერალი გუ ჯუნშანი
AFP

ჩინეთში ყოფილი გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსნის გუ ჯუნშანის საიდუმლო საცავში უკანონო გზით მოპოვებულ არაერთ, ფუფუნების საგანთან ერთად მაო ძე დუნის ოქროს ქანდაკებაც იპოვეს. აღნიშნულს წინ უძღოდა გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლის თქმითაც აუცილებელია "ძლიერი მკურნალობა" ქვეყნის კორუფციისგან გასათავისუფლებლად.

სააგენტო AFP-ს ცნობით, სამართალდამცავებმა გენერლის სამალავში აღმოჩენილი ნივთები 4 სატვირთო მანქანით გაიტანეს. აღმოჩენილ საგანძურს შორისაა ძვირფასი ღვინის კოლექცია და საცურაო აუზი ოქროს სახელურებით.

გენერალი გუ ჯუნშანი 2012 წლის იანვრამდე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მთავარი ლოჯისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, თუმცა, ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.

ჩინეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას თანაპარტიელები საჯაროდ გააფრთხილა, რომ ყველა მკაცრად დაისჯება, ვინც კორუფციაშია ჩართული.

კომენტარები