მილანი

კლარენს ზეედორფი მილანთან 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

კლარენს ზეედორფი მილანის ახალი მთავარი მწვრთნელია. კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ახალ თანამდებობაზე სამუშაოდ იტალიაში გუშინ ჩავიდა, აეროპორტში კი ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

"ვერ ვიტყვი, რომ დავბრუნდი, რადგან რეალურად აქედან არასდროს წავსულვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ენთუზიაზმს ვხედავ. ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოდ იმისთვის, რომ კლუბი ჩვეულ სიმაღლეზე დავაბრუნოთ", - განაცხადა ზეედორფმა.

ჰოლანდიელი, რომელმაც მილანის მთავარ მწვრთნელად გახდომით ფეხბურთელის კარიერაზე უარი თქვა, კლუბთან კონტრაქტს 2.5 წლით გააფორმებს.

კომენტარები