აშშ

წელს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარება წინა წლებთან შედარებით შემცირდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი, რომელიც 12 სხვადასხვა კანონისგან შედგება, ითვალისწინებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას საიდანაც საქართველოზე 62 მილიონ დოლარზე მეტია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა განკუთვნილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის გზაზე ხელი შეუწყოს საქართველოს. თანხის გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ამერიკის მთავრობის დახმარებაა. 

ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მდინავი ანგარიშს წარუდგენს საბიუჯეტო კომიტეტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, ჯონ კერიმ უნდა მოამზადოს ანგარიში, რუსეთის ფედერაციის მიერ "აღმოსავლეთი პარტნიორობის" ქვეყნებზე ზეწოლის გარშემო. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოსთვის გამოყოფილ ამერიკული დახმარება ყველაზე მცირეა გასული 5 წელთან შედარებთ. გასულ წელს აშშ-მ  საქართველოს 70,1  მილიონი დოლარი გამოუყო. 2012 წელს - 149 მილიონი, 2008 წელს კი -  311 მილიონი დოლარი.

ამავე დროს, 2012-2013 წლებში გაიზარდა აშშ-ს მიერ გამოყოფილი დაფინანსება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად - 2012 წელს მან 24 მილიონი, 2013 წელს კი 30 მილიონი შეადგინა.  მაშინ, როდესაც 2011 წელს აშშ-მ ამ მიზნით მხოლოდ 12, 6 მილიონი დოლარი გამოყო. ასევე იგივე პერიოდში გაიზარდა დახმარება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მხარდასაჭერად - 1,7 მილიონამდე წელიწადში (2011 წელს - 0,7 მილიონი). 

 

 

კომენტარები