სახელმწიფო ავტოპარკი

კალაძე ავტოპარკზე: ისიც არ გვინდა, რომ ერთი უკიდურესობიდან, მეორეში გადავიდეთ

Kakha Kaladze
Tabula

ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვა. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში სახელმწიფო ავტოპარკზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, "ისიც არ გვინდა, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეთ, ამიტომ გავწერეთ კონკრეტული კრიტერიუმები". ახალი წესების მიხედვით, საჯარო მოხელე ავტომანქანის შესასყიდად 47 ათასი ლარის დახარჯვას შეძლებს. თუმცა მისივე თქმით, დებულებას ჯერ საბოლოო სახე არ აქვს და მთავრობის მომავალ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

"2014 წელს არ განხორცილდება არცერთი ავტომობილის შესყიდვა, რადგან ჩვენ ყველას დაგვხვდა ავტომობილები, რომელითაც ვსარგებლობთ. ზოგიერთმა თანამდებობის პირმა, მაგალითად, ქალბატონმა იმერლიშვილმა შეისყიდა ახალი ავტომობილი. ავთო ბერიძე აპირებდა ყიდვას. თუმცა ამ განცხადების გაკეთება მის გამო არ მომხდარა. არ უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის თანხების ასე ხარჯვა. უფრო იაფი მანქანებითაც შეიძლება ვალდებულებების შესრულება. არა მგონია, ავტომობილები იყოს პრინციპული მნიშვნელობის", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები