ამინდის გაუარესება

ბათუმის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ვაკო ქავჟარაძე

ბათუმის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორმის შედეგად, სამაშველო საგუშაგო და იახტკლუბში გემების სამაგრები დაზიანდა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის თქმით, ბათუმის ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკები ზღვის ნარჩენებით არის დაფარული.

"ბათუმის აკვატორიაში დაფიქსირდა 5-ბალიანი შტორმი. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან საფეხმავლო ბილიკებზე ბალასტია ამოყრილი. სასტუმრო "მარინას" წინ მდებარე სამაშველო საგუშაგო შტორმმა მთლიანად დაშალა. იახტკლუბში შტორმმა დაგლიჯა კნეხტები, სადაც გემებია დამაგრებული. სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლოაბში ცდილობდა გემების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, რათა არ დაზიანებულიყო გემები იახტკლუბში", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

თურმანიძის თქმით, მოსახლეობა შტორმის შედეგად არ დაზარალებულა. ამ დროისთვის შტორმის სიმძლავრე 4 ბალს აღწევს.

კომენტარები