ამინდის გაუარესება

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, გადაუღებელი წვიმების შედეგად, მეწყერი ჩამოწვა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილია დაახლოებით 20-30 ათასი მ3 მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. სამინისტროს ცნობით, ამჟამად, მოძრაობა გადართულია შემოვლით საავტომობილო გზაზე.

"ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები