აქციები უკრაინაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება

telegraph.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 1 თებერვალს გერმანიაში უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს - არსენი იაცენიუკს, ვიტალი კლიჩკოსა და რუსლან ლჟიჩკოს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ЛІГА ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯონ კერისა და უკრაინის ოპოზიციის შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აცნობა. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხი, როგორ შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხონ "ეროვნული ერთობის მთავრობის" ფორმირება.

ჯონ კერი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

კომენტარები