ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: 100 საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, 100 საწარმო უნდა შექმნილიყო

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

არასამთავრობო ორგანიაცია მოქალაქის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მაესტროს ჟურნალისტ ანა ლაპიაშვილს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი დაპირება გასცა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ დრომდე რომელი ვერ შესრულდა.

მაესტრომ ბიძინა ივანიშვილს კითხვა შეუსრულებელ დაპირებებზე დაუსვა, შემდეგ კი დააკონკრეტა, რომ არ შესრულდა 2013 წელს 100 ახალი საწარმოს გახსნის დაპირება.

"თქვენ არ გაგიგიათ სწორად ჩემი დაპირებები და შემდეგ მიყენებთ პრეტენზიებს, რომ დაპირებები არ შევასრულე. 100 საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, მინიმუმ, 100 ახალი საწარმო უნდა შექმნილიყო. ერთ წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის გახსნა. თქვენ თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადარეკოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და თქვენ ნახავთ, რომ გაცილებით მეტი საწარმო დაფინანსდა, ვიდრე 100. ეს არის პასუხი ამაზე. მეტი გავაკეთეთ იმაზე, რაც დავპირდით და ის ვისაც ესმის, თქვენ, ჟურნალისტს უნდა გესმოდეთ, რომ საწარმო... მოვედით ჩვენ ერთ წელიწადში, კიდეც შევარჩიოთ ვინ დავაფინანსოთ, მოვიკვლიოთ, მოვიტანოთ, დავამონტაჟოთ და მან მოქმედება დაიწყოს, ეს არასწორია. ის, რაც იგულისხმებოდა, იმაზე მეტი გავაკეთეთ და ამას რაღაც დრო სჭირდება, ისევე როგორც ფეხმძიმობას. 1 თვე არ ეყოფა რაც არ უნდა იჩქარო. 9 ქალბატონიც რომ იყოს, 9 თვე უნდა იყოს ერთი ქალბატონი ფეხმძიმე, რომ ბავშვი გაჩნდეს. ასევეა ეს საწარმოც და ეს კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ ასე არ არის, მოვიდა და დაფუძნდა საწარმოები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პენსიების გაზრდაზე. მისი თქმით, მას არ გაუცია დაპირება, რომ პენსიები 2014 წელს გაიზრდებოდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობაში გაჩნდა არასწორი მოლოდინი და მედიის ფუნციაა, რომ მათ არასწორი მოლოდინები არ გაუჩნდეთ.

კომენტარები