ევროპის ერთა თასი

ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები 34:9 ანგარიშით დაამარცხეს

sportall.ambebi.ge

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე, ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პორტუგალიელები 34:9 დაამარცხა. ქართველმა ბორჯღალოსნებმა თამაშში სამი ლელო დადეს.

რუსეთის ნაკრებმა კი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და 3:34 ანგარიშით დამარცხდა. რუმინეთი ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდა.

ქართველი ბორჯღალოსნები ერთა თასზე მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი იქნება.

კომენტარები