ადგილობრივი თვითმმართველობები

ვაშაძე: თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო

BPN.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო იმით, რომ მათი პარტიის ხობისა და დუშეთის გამგებლობის კანდიდატები ციხეში არიან. აღნიშნულის შესახებ მან სასტუმრო რედისონში ისაუბრა, სადაც პარტიების დაფინანსების თემაზე მრგვალი მაგიდა იმართება.

"რაც შეეხება საარჩევნო გარემოს. თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და მინდა გითხრათ, რომ გაყალბება არ არის მხოლოდ, არჩევნების დღეს მოხდეს რაღაცა. უკვე დაიწყო გაყალბება იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხონის და დუშეთის გამგებლობის კანდიდატები ციხეში არიან. თუ ყველა დაიჭირეს და ყველა კანდიდატს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს მიუსაფართათვის შეშის დარიგების გამო, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მარტო ერთი კანდიდატი", - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიას არჩევნებზე ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს.

"მე ვფიქრობ, რომ ბოლო ცვლილებები, რომელიც პარტიების დაფინანსებას უკავშირდებოდა, უფრო მორგებული იყო კოალიციის პირობებზე - იმაზე იყო საუბარი, ამ პარტიებს როგორ მიეღოთ დაფინანსება და არა ზოგადად სისტემის გაუმჯობესებაზე", - თქვა ვაშაძემ.

 

კომენტარები