შეტაკებები კიევში

ევრომაიდანზე საქართველოს მოქალაქე მოკლეს

დათო ყიფიანი
tzona.org

უკრაინის დედაქალში მიმდინარე არეულობას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, დათო ყიფიანი ემსხვერპლა. ის ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის აქტივისტი იყო.

თავისუფალი ზონის ცნობით, ყიფიანს სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად კიევში 77 ადამიანია დაღუპული, თუმცა, მედიასაშუალებები ინფორმაციას 100-მდე დაღუპულის შესახებ ავრცელებენ.

მხოლოდ 20 თებერვალს კიევში 50-ზე მეტი აქტივისტი მოკლეს, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. გავრცელდა არაერთი ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია, სნაიპერები თუ როგორ ესვრიან ევრომაიდნის აქტივისტებს.

სიტუაციის დარეგულირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.

ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და იანუკოვიჩი მზადაა, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა, შეთანხმების დეტალები დღეს, 21 თებერვალს, შუადღისთვის გახდება ცნობილი.

კომენტარები