უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა ბერკუტი გააუქმა.
”ხელი მოვწერე ბრძანებას ნომრით 144, რომლის მიხედვითაც მილიციის სპეციალური ქვეგანყოფილების მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის, ბერკუტის ლიკვიდაცია მოხდება”, - წერს არსენ ავაკოვი თავი Facebook გვერდზე.
უკრაინაში არეულობის დროს 82 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ბერკუტელები ევრომაიდნის აქტივისტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა.