თვითმართველობის არჩევნები

ენმ-ის პრაიმერში მონაწილეობას ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე მიიღებენ

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მონაწილეობას, ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე მიიღებენ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

აღნიშნული კანდიდატები პრაიმერის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა რაიონში შეხვედრებს გამართავენ და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა.

კომენტარები