თვითმართველობის არჩევნები

პრემიერმინისტრი: ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას

gov.ge

დღეს "ქართულმა ოცნებამ" კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმინსტრმა წარდგენამდე ქართული ოცნების განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, რათა ჩვენი დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი საქმე გავაგრძელოთ და საბოლოოდ შედეგამდე მივიყვანოთ, საბოლოო შედეგი კი გახლავთ ის, რომ კახეთმა დაიბრუნოს თავისი სიდიადე და ჩვენი ქართველი კაცი დაუბრუნდეს თავის ფესვებს, სადაც ის ყველაზე ძლიერად გრძნობს თავს. სწორედ ამიტომ ჩვენ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევანში გვმართებს ერთად დგომა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად გადვდგით ის ნაბიჯები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა. ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ვენახების გაშენების. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მხოლოდ მევენახეობის განვითარებით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი."-თქვა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კახეთს ევროპული სტანდარტების გზები ექნება, 2020 წლისთვის კი თელავის წყალმომარაგების სიტემის სრული რეაბილატია მოხდება. 
 

კომენტარები