რომეო საჯაია

ადვოკატი რომეო საჯაია დაკითხვაზე დაიბარეს

http://www.cp.ge/

ადვოკატი რომეო საჯაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს საჯაიამ განუცხადა, ის დაკითხვაზე 17 მარტს, 13:00 საათზე უნდა მივიდეს.

“ინფორმაცია მაქვს, რომ უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი უნდა წამიყენონ და დამაკავონ, თუმცა დაკითხვაზე მაინც გამოვცხადდები. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმის გამო, რომ მე ვიცავ ბაჩო ახალაიას. ხელისუფლებას სურს, ყველა ადვოკატი ჩამოაცილოს საქმეს და ცდილობენ ჩვენს დაშინებას”, - განაცხადა რომეო საჯაიამ სააგენტოს ცნობით.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ ადვოკატს გიორგი ონიანს პროკურატურამ ორი ბრალი წაუყენა. მას აღკვეთის ღონისძიებად 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები