გურამ ოდიშარია

ივანიშვილი: ვფიქრობ, ოდიშარია არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია "გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას". ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემაში პოლიტიკის დრო ისაუბრა. 

ივანიშვილის თქმით, მას მინისტრები “ძალიან კარგ” და “კარგ” კატეგორიებად ჰყავს დაყოფილი.

“მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში. კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგად” და “კარგად”. ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები