ზურაბ ჟვანიას საქმე

ჯაფარიძე: ამ ვიდეოში ახალი კადრი არ არის და ეს არაერთ ადამიანს აქვს ნანახი

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ამ ვიდეოს აწყობა-გასაჯაროება არის უკანასკნელი ნაძირლების უბინძურესი საქციელი - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოზე, რომელიც ცოტა ხნის წინ Youtube-თი გავრცელდა.  

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს, ”სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია”, გამოეხმაურა. 

”1. ეს ვიდეო არის აწყობილი ჟვანიას საქმეში არსებული ფოტოებით. ახალი კადრი იქ არ არის. ნანახი აქვს არა ერთ ადამიანს, ოჯახის წევრების ჩათვლით

2. ამ ფოტოებიდან ვიდეოს აწყობა და გასაჯაროება შეუძლებელია პროკურატურის (და ჩუკოტაევის) მონაწილეობის გარეშე (თუ ხვედელიძე 2-თან არ გვაქვს საქმე)

3. ჟვანიას საქმეში რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს - რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა - ეს მტკიცებულება დიდი ხნის გასაჯაროებული, ვიღაცა (ვიღაცეები) კი დაპატიმრებული იქნებოდა (ოცნების საზეიმო ბანკეტის თანხლებით)

4. ამიტომ, ამ ვიდეოს აწყობა-გასაჯაროება არის უკანასკნელი ნაძირლების უბინძურესი საქციელი

5. ვინც ამ ვიდეოს ნახვაზე იწყებს კივილს 'აი, ხომ ამბობდნენ'! - ვუსამძიმრებ” - წერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ვიდეო ცოტა ხნის წინ ვინმე  hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

 

კომენტარები