ზურაბ ჟვანიას საქმე

პროკურატურა ლევან ჩაჩუასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სასამართლო დღეს სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონიძიების საკითხზე იმსჯელებს.

ლევან ჩაჩუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროკურატურა ლევან ჩაჩუასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროცესი 12.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

კომენტარები