ობამას განცხადების განმარტება

ბრინკი: ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანა MAP-ის მიღებაა

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა ქართველ ჟურნალისტებთან პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადების შესახებ ისაუბრა. ობამამ ბრიუსელში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა ნატო-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან

ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ბარაკ ობამას კომენტარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანა  გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა და არა  ახლავე ნატო-ში გაწევრიანება.

„ნატო-ს სამიტზე ალიანსი MAP-ის მინიჭების საკითხს აუცილებლად განიხილავს,“ - აღნიშნავს ბრინკი. როგორც ამერიკელი დიპლომატი ამბობს, შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს.

ბრიჯიტ ბრინკის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

კომენტარები