თავდასხმა ნუგზარ წიკალურზე

წულუკიანი წიკლაურის საქმეზე: გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი და შედეგიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტზე თქვა, რომ გამოძიება ეფექტიანი და შედეგიანი უნდა იყოს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"წიკლაურის თავს მომხდარი ამბის გამოძიების საქმე პრემიერმინისტრმა კონტროლზე აიყვანა. ვის თუ არა ჩვენ, კარგად გვესმის, როცა შენს თანამებრძოლს ასეთ ამბავში ხედავ. გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი და შედეგიანი, რათა დადგინდეს, ვინ ჩაიდინა ეს და მკაცრად დაისაჯოს. სხვა შემთხვევაში დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მესამე მუხლი, რასაც ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ის ეპოქა, რასაც ძალადობის კულტურა და ხანა ჰქვია. ცალკეული გამოვლინებები რასაც ვხედავთ, ცალსახად დასაგმობია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, თეა წულუკიანმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უწყების მიერ განხორციელებული საქმეები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ გეგმებზე.

კომენტარები