დაპირისპირება ბათუმში

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანას კვერცხები დაუშინეს

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ავტომანქანას კვერცხები დაუშინეს და მასზე ცოცხები დააწყვეს. დემონსტრანტების განცხადებით, ამით მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს. დემონსტრანტებს შორის იმყოფებოდა პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ჯემალ დუაძე. მისი თქმით საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შემადგენლობას აღუდგინა უფლებამოსილება. ვთვლით, რომ ეს არის საბოტაჟი. ის პირები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ბოკერიას და ადეიშვილის მიერ დანიშნული. გიორგი პაპუაშვილს მივაკითხეთ დღეს რესტორანში, რომელმაც გარეთ გამოსვლის შემდეგ მოგვაყენა შეურაცხყოფა, შეგვაგინა. ამას არ ვაპატიებთ!", - განაცხადა დუაძემ. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

კომენტარები