ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ლორენ ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლორან ფაბიუსთან და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსათვის აქტუალური საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების თემაზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში რუსეთის გავლენის ფაქტორებზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრისას ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

კომენტარები