პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტალინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს და ყურადღება შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

”აღინიშნა, რომ ესტონეთი ძლიერი პარტნიორია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით გამოცდილ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისათვის. საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება”, - წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები