დაპირისპირება წყალტუბოში

წყალტუბოში ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყალტუბოში, კოალიცია ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილის განცხადებით,  წყალტუბოში კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაერთიანებული.

დაპირისპირებამდე ამ განცხადების ავტორებმა საპროტესტო აქციაც გაიმართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. 

აქციის შემდეგ მონაწილეები მოწინააღმდეგე ფრთის ორგანიზაციის შტაბში შეიჭრნენ და მათგან იმ კანდიდატების სიები მოითხოვეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. 

კომენტარები