17 მაისი

იზორია: 17 მაისს დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება

radiotavisupleba.ge / radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, 17 მაისს სამართალდამცავი უწყება კანონის სრული დაცვით იმოქმედებს.

"დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება, გამონაკლისი არავინ იქნება", - აღნიშნა იზორიამ. 

ცნობისთვის,  უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს არავითარ აქციას არ გეგმავენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი მსვლელობას მაინც გამართავს. ისინი "ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენის მოწყობასაც" აპირებენ. ამასთან, 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - საქართველოს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

გასული წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია იგეგმებოდა, რომელიც მრავალათასიანი კონტრდემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს. 

კომენტარები