შიდა პოლიტიკა

მაჭავარიანი: პრეზიდენტისა და პრემიერის კომუნიკაცია საჭიროების შესაბამისია

telegraph.ge

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სახელმწიფოს მეთაურსა და პრემიერმინისტრს შორის კომუნიკაციის მასშტაბი საჭიროების შესაბამისია. ამის შესახებ მან მაესტროს ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჰკითხა - რამდენად ხშირი კომუნიკაცია არსებობს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.

"რა საჭიროებაც არის, მე მგონი კომუნიკაციაც ისეთია. თუ მეტი საჭიროება იარსებებს, პრეზიდენტი ყოველთვის მზად არის და ექნება შესაბამისი მზადყოფნა. პრეზიდენტი ამ განწყობითაა მომართული, უბრალოდ ადაპტაციის პერიოდში ვართ და, როგორც ჩანს, ამან გარკვეული დრო წაიღო", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის "პურის სახლში" შეხვედრაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს შეხვედრა იყო პრივატული.

"ეს იყო პრივატული შეხვედრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები იყოს უფრო ქმედითი, უფრო კოორდინირებული, უფრო დალაგებული, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ვფიქრობ, ამ ტიპის კოორდინაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები