ქართული პროდუქცია რუსეთში

ზაქარეიშვილი: რუსეთში პროდუქციის გატანა არ უნდა იყოს პოლიტიკური ვაჭრობის თემა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა პოლიტიკური ვაჭრობის თემა არ უნდა იყოს. მისი თქმით, პროდუქციის გატანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ნებას, დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ნებას, დაალაგოს და კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობების დალაგება საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ მაინც წარმატებულია. კიდევ ერთი ამის მტკიცებულებაა, ამ დღეებში ხილისა და ბოსტნეულის გატანის შესაძლებობა რუსეთის ბაზარზე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მოსახლოების კეთილდღეობიდან გამომდინარე ჩვენი ფერმებისთვის, რადგან რუსული ბაზარი მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ უკვე გავიარეთ, კარგად ვიცით რა არის რუსული ემბარგო ჩვენი პროდუქციის მიმართ, ამიტომ დიფერენცირებული გვაქვს დიდი ხანია ჩვენი წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლტიკური ვაჭრობის თემა. როგორც კი ამ მიმართულებით გადავალთ, ბუნებრივია საქართველოს შესწევს უნარი მოახდინოს დივერსიფიკაცია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები