მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართება

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საქართველოს ექვს ქალაქში დღეს აქციები გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია. ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მოძრაობა 2 ივნისის წევრები მთავრობას იმ დაპირების შესრულებას სთხოვენ, რომელიც ნარკოპოლიტიკის გადახედვას გულისხმობს.

აქცია 18:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეები საკუთარ პოზიციას მხოლოდ ტრასპარანტებითა და პლაკატებით დააფიქსირებენ. ორგანიზატორები აქციის თითოეულ მონაწილეს სთხოვენ დაიცვან საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც შესაძლებელია განხილული იქნას მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციად.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია სავალალო შედეგებს გამოიწვევს. ლევან იზორიას განმარტებით, მარიხუანა გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების სიაში აქვს შეტანილი და საქართველო როგროც კონვენციის ხელმომწერი გამონაკლისს არ დაუშვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებული მიდგომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. დავით სერგეენკოს თქმით, მარიხუანის მოხმარებისთვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელია დაწესებული.

კომენტარები