მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

კანცელარიასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

კანცელარიის შენობასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო, ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია. ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მოძრაობა 2 ივნისის წევრები მთავრობას იმ დაპირების შესრულებას სთხოვენ, რომელიც ნარკოპოლიტიკის გადახედვას გულისხმობს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, წარწერით, "მარიხუანა ნარკოტიკი არ არის", "მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია", "მე არ ვარ კრიმინალი". 

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისის დროით 6 საათზე დაიწყო და 6 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია სავალალო შედეგებს გამოიწვევს. ლევან იზორიას განმარტებით, მარიხუანა გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების სიაში აქვს შეტანილი და საქართველო როგროც კონვენციის ხელმომწერი გამონაკლისს არ დაუშვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებული მიდგომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. დავით სერგეენკოს თქმით, მარიხუანის მოხმარებისთვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელია დაწესებული.

კომენტარები