შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, რამაზ პავლიაშვილი, თაღლითობის ბრალდებით დააკავა. რის შესახებაც განცხადებას სამინისტრო ავრცელებს.
"შსს-ს ანტოკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი
რამაზ პავლიაშვილი ამავე დაწესებულების პატიმარ გ.დ-ს დაჰპირდა, რომ დახმარებას გაუწევდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაში, რისთვისაც მან მოითხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულის წინააღდეგ საქმე თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.