მაჭავარიანი: იუსუბოვი ქართულ ოცნებაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავიდა

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი ჯაბრაილ იუსუბოვი ქართულ ოცნებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუერთდა.

"უსუბოვი 2010 წელს მართლაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გახდა მარნეულის საკრებულოს წევრი, მაგრამ 2012 წლის დეკემბრიდან ის არის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი. ანუ ეს არის ტიპიური გაგრძელება იმ ადამიანების, გადამხტომლების, რომლებიც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებას შეუერთდნენ" - აცხადებს მაჭავარიანი და აღნიშნავს, რომ იუსუბოვის ცოლისძმა ნაზიმ ალიევი არჩევნების გაყალბებას მარტო ვერ მოახერხებდა.

"მას ჰყავს ორგანიზატორი, შემსრულებლები და ჩვენ გვინდა, რომ აქ ორი უბნის გაუქმებაზე და მეორე ტურზე კი არ იყოს მხოლოდ საუბარი, არამედ, შეისწავლონ მარნეულის ეს პრეცედენტი - რა მოხდა, ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა ეს ყველაფერი" - თქვა მაჭავარიანმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში ბიულეტენებს ყრიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს მარნეულის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჯაბრაილ იუსუბოვის ცოლისძმა ნაზიმ ალიევი. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იუსუბოვის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან ის არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია ქართული ოცნებიდან, თუმცა, კოალიციის მტკიცებით, ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია. 

“იგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ქართული ოცნების წარმომადგენელი როგორ იქნებოდა მარნეულში 2012 წელს? ის არის მოხვედრილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სიით თუ მაჟორიტარად, არ ვიცი, ჩვენი წევრი არ ყოფილა არასდროს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები